ყვარელში ტყე იწვის

ყვარელში ტყე იწვის

ყვარელში, "მეღვინეობა ხარებას" ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია. ამ დროისთვის შენობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილიზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ფოიერვერკი სახელდება. შემთხვევის ადგილზე, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის სახანძრო სამსახურის ათამდე ბრიგადა მუშაობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია