ბორჯომის რაიონში წიწვოვანი ტყე იწვის

ბორჯომის რაიონში წიწვოვანი ტყე იწვის

ამ წუთებში ბორჯომის რაიონში ხანძარის. სოფელ საკირეს სიახლოვეს მაღალმთიან ადგილას წიწვოვანი ტყე იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივის დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამინდი სტაბილურია, ქარი არ ქრის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის ლოკალიზებას.

გუბერნატორის განცხადებითვე, შემთხვევის ადგილი საკმაოდ მაღალმთიანი ზონაა. რეგიონში არსებული ტექნიკით აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა რთული იქნება, ამიტომ თბილისიდან შესაბამისი ტექნიკა უკვე გამოძახებულია და გზაშია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია