გრიგოლეთში ორმაგი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია

 გრიგოლეთში ორმაგი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია

გრიგოლეთში ორმაგი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია გრიგოლეთში "მერსედესის" მარკის ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა და შიგ მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი 3 მგზავრი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტოავარიის შედეგად დაშავებულები არიან სასწრაფოს ექიმები და სამი პოლიციელი. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია