გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

გრიგოლეთში ზღვაში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილია 43 წლის ქალბატონი. მაშველების ინფორმაციით, ქალი ზღვის ტალღებმა გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ფოთელია და ზღვაზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გრიგოლეთის მუნიციპალური სამაშველო სამსახურის უფროსმა რევაზ ორაგველიძემ განუცხადა, უკვე მეორე დღეა ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ისინი დამსვენებლებს სთხოვენ ზღვაზე ბანაობისგან თავი შეიკავონ, თუმცა მოქალაქეები მათ თხოვნას არ ითვალისწინებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღესვე, ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაციც დაიხრჩო. ადგილობრივების თქმით, მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 22 წლამდე ასაკის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია