ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ამოტრიალდა, არიან დაშავებულები

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ამოტრიალდა, არიან დაშავებულები

ავტობანზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც საავადმოფოში არიან გადაყვანილი.

მათივე განმარტებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია