ხანძრის დროს დაკარგულებს ახლობლები და მაშველები ამ დრომდე ეძებენ

ხანძრის დროს დაკარგულებს ახლობლები და მაშველები ამ დრომდე ეძებენ

გუდაუთის ქუჩა #7-თან მდებარე საღებავების საწყობის ტერიტორიაზე, სადაც დღეს ხანძარი იყო, რამდენიმე მოქალაქე მივიდა, რომლებიც საკუთარ ახლობლებს ეძებენ.

მათი განცხადებით, ისინი ვერ უკავშირდებიან ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობის მეპატრონეა. მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ახლობელს, რომელიც საღებავების საწყობში მუშაობდა, ტელეფონი დაახლოებით მას შემდეგ აქვს გამორთული, რაც ხანძარი გაჩნდა.

მაშველები დაკარგულებს გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საწყობში ამ დრომდე ეძებენ.

რა ხდებოდა დღეს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, იხილეთ: იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ყველა ინფორმაცია ხანძრის შესახებ იხილეთ ტეგზე# ხანძარი ელიავაზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია