ლევან გვაზავას მეუღლის პირველი კომენტარი მომხდარზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ძალიან მძიმედ არის, უნდა გადარჩეს ლევანი..."

ლევან გვაზავას მეუღლის პირველი კომენტარი მომხდარზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ძალიან მძიმედ არის, უნდა გადარჩეს ლევანი..."

გვიან ღამით ოქროყანაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი გარდაიცვალა. თავად ლევან გვაზავა კი სახის არეში მძიმედ არის დაჭრილი. მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ამბობენ, რომ ლევან გვაზავას ემუქრებოდნენ და მას თავს დაესხნენ, მეორე ვერსიით კი, ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა, რასაც მისი დეიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შემდეგ კი მან თავის მოკვლა სცადა. ჩვენ გვაზავას მეუღლეს ნინო ორდენიძეს დავუკავშირდით.

- საერთოდ აზრზე არ ვარ რა მოხდა, წარმოდგენაც არ მაქვს. ალბათ გაირკვევა, მეც ველოდები. ვერც ვერაფერს დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და სიმართლის გარკვევას. პანტიანში იყვნენ, ლევანის ძმის აგარაკზე. ვიღაცამ დამირეკა და გამოვიქეცი საავადმყოფოში. არაფერი არ მახსოვს.

- როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ძალიან მძიმედ არის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 5 წუთის წინ გამოვიდა ექიმი და იგივე მითხრა. ვნახოთ რა იქნება, უნდა გადარჩეს ლევანი.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ლევან გვაზავას მეუღლე მოდელი ნინო ორდენიძე საავადმყოფოსთან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია