ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, მაზმიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ 4 გასროლის ხმა გაიგეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ჯერ იყო ჩხუბის ხმა, ორი მამაკაცი ხმამაღლა საუბრობდა, შემდეგ კი მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს.

მათივე ცნობით, მამაკაცი ფეხშია დაჭრილი, ხოლო პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია