ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ამობრუნდა

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ამობრუნდა

მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი მოცურდა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აშშ-ს საელჩოსთან ახლოს, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველთა ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო სამსახურები.

შსს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. აღნიშნული მუხლი პასუხისმგებლობას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე ითვალისწინებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია