ახლობლები ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობენ

ახლობლები ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობენ

ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი დალი ფარტენაძის ახლობლებმა განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი ყვავილების მაღაზიაში იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, სამი მამაკაცი დალი ფარტენაძეს დაყაჩაღების მიზნით მაღაზიაში შეუვარდა. ფარტენაძეების ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, რომ ყაჩაღებმა ფარტენაძეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს, ხოლო მამაკაცი, რომელიც ინციდენტის დროს ქუჩაში იმყოფებოდა და ქალის დასახმარებლად მაღაზიაში შევიდა – დაჭრეს.

"სამი ახალგაზრდა ბიჭი შევარდა ყვავილების მაღაზიაში, ფული მოგვეცითო - ყვიროდნენ. ქალს დანა ყელზე მიადეს. დალი აყვირდა, რაზეც ქუჩაში გამვლელი მამაკაცი მაღაზიაში საშველად შევიდა. სავარაუდოდ, დამყაჩაღებლები მიხვდნენ, რომ ფულს ვეღარ წაიღებდნენ. დალის დანა ყელში გამოუსვეს, ხოლო მამაკაცი დაჭრეს. გავიგეთ, რომ სამი ახალგაზრდიდან ორმა სარფის გავლით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, ხოლო ერთი სამართალდამცველებმა დააკავეს", - აცხადებენ ახლობლები.

შემთხვევა დღეს ხელვაჩაურში შუადღისას მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია