აბაშიძის ქუჩაზე გასროლა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა განახორციელა

აბაშიძის ქუჩაზე გასროლა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა განახორციელა

თვითმხილველების ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გასროლა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებმა განუცხადეს, ორი ახალგაზრდა გაჩერებულ "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მოზარდმა მათი მისამართით გაისროლა.

"ავტომობილიდან ერთი ახალგაზრდა გადმოსული იყო, რა დროსაც ფეხით გამვლელმა მოზარდმა მისი მისამართით გაისროლა, შემდეგ კი გასროლა განახორციელა ავტომობილში მჯდომის მიმართ. ერთი ფეხში იყო დაჭრილი, მეორე კი სახის არეში", - განაცხადეს თვითმხილველებმა, რომლებისთვისაც მომხდარის მოტივი უცნობია.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. მიმდინარეობს "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილის დათვალიერება. აბაშიძის #28-სთან ინციდენტის ადგილას ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

შსს-ს ინფორმაციით, ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია