რამდენიმე საათის წინ სისხლიანი გარჩევა მოხდა ავჭალაში. ჩვენი წყაროს ცნობით, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, დაჭრა იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი საპირფარეშოში შევიდა. ის ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანი "ლანცეტში" მოათავსეს, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება ბარძაყის, ფილტვის და ხელის არეში. მისი მდგომარეობა მძიმეა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მეორე მათგანი კი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარი ამბები.გე -ს შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე საქმე 118-ე მუხლით არის აღძრული.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE