წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც ფალიაშვილისა და მეგობრობის ქუჩების გადაკვეთაზე, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩებზე, თოდრიას ქუჩის წრეზე ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია .

მობილიზებული არიან სამაშველო და სახანძრო სამსახურები, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. ადგილზე იმყოფებიან რუსთავის მერის მოადგილეები ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე

ამ დრომდე მიმდინარეობს დაგროვილი წყლს ამოტუმბვა, ასევე სანიაღვრე ჭების გაწმენდა. უამინდობის გამო დაზიანდა ქვესადგური და რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას, როგორც მერიაში აცხადებებ, დილიდან დაიწყებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია