რას ყვება თვითმხილველი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე - თენგო ფერსელიძის მკვლელობის გარემოებები

რას ყვება თვითმხილველი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე - თენგო ფერსელიძის მკვლელობის გარემოებები

გუშინ დილით თბილისში 20 წლის ფეხბურთელი, თენგო ფერსელიძე მოკლეს. მკვლელობა დილის 5 საათზე ტაშკენტის და კანდელაკის ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა. თენგო ფერსელიძე თბილისში დაიბადა, ის მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა, დამთავრებული აქვს 124-ე საჯარო სკოლა. ფეხბურთით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ამჯერად კი ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელაში" თამაშობდა.

როგორც მისი ახლობლები ამბობენ, თენგო თბილისში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, დაბადების დღე სახლში აღნიშნეს, სადაც ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა, დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა და 20 წლის ფეხბურთელი დანით მოკლეს. მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.

თვითმხილველის, უჩა იაშვილის განცხადებით, ფერსელიძე საავადმყოფოში გამვლელის მანქანით გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე მკვდარი იყო.

AMBEBI.GE "მაჭახელას" ფან-კლუბის წარმომადგენლობას დაუკავშირდა:

"თენგოს მრავლობითი სახის ჭრილობები მიაყენეს კისრის და გულის არეში. თენგო თბილისში იყო, მეგობრის დაბადების დღეზე. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, გუნდს წარმატება მოუტანა, 90-ე წუთზე გაიტანა და კიდევ ერთხელ დაგვამახსოვრა თავი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. მიზეზებზე საუბარი, რა გახდა მკვლელობის მიზეზი, არ გვინდა, რადგან ზუსტად არაფერი ვიცით და არ გვინდა ჩვენი ვერსია არ გამართლდეს საბოლოოდ".

შსს-მ დანაშაული სამ საათში გახსნა და მკვლელი დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია