სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ უერდმანის სახლი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადები გამოიძახეს. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 140 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ბიზნესმენი ჯონ უერდმანი ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია