მკვლელობა თბილისში ეჭვიანობის ნიადაგზე - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლს უცხო მამაკაცთან შეუსწრო

მკვლელობა თბილისში ეჭვიანობის ნიადაგზე - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლს უცხო მამაკაცთან შეუსწრო

სამტრედიის ქ. #2-ში მომხდარი მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობას უკავშირდება. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეჭვმიტანილი, რომელიც უკვე დაკავებულია, მათ მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა დაოჯახების შემდეგ კახეთში იყო გადასული და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა.

მეზობლების თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ მას ცოლ-შვილს ართმევდნენ. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ს.ვ. თბილისში დღეს ჩამოვიდა. ცოტა ხანში კი მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ეჭვმიტანილის მეუღლის საცხოვრებელს კითხულობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ. ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ - ის 108-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია