ელიავას ბაზრობასთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის შედეგად გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი. სულ ორივე ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარის გამო ელიავას ხიდთან, მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს.