რუსთავის მაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

რუსთავის მაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად, სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შეჯახების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია