საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - გარდაცვლილია მამაკაცი

საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ხევსურეთში, ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს, საგზაო ტექნიკა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ტრაქტორის მძღოლი, სოფელ კაწალხევის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტში თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადეს, უბედური შემთხვევა გრუნტის საფარზე მოხდა და იმ მონაკვეთზე თოვლის საფარი არ იყო. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა მემანქანე გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან მას ცოტა ხნის წინ შვილი დაეღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ რას უკავშირდება გოჩა ზარიძის გარდაცვალება, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია