აფეთქება ბათუმში - დაშავებულია მამაკაცი

აფეთქება ბათუმში - დაშავებულია მამაკაცი

ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება რევაზ კომახიძის ქ. 117-ში, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა 3 ბინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სამშველო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დამწვრობა მიიღო 78 წლის მამაკაცმა და ის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება აფეთქების გამოწვევ მიზეზებს, როგორც ხუსეინ სირაბიძემ აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 188-ე მუხლით აღიძრა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია