ახმეტელის მეტროსთან ავტომანქანას ხე დაეცა

ახმეტელის მეტროსთან ავტომანქანას ხე დაეცა

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ავტომანქანას ხე დაეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ხე ძლიერმა ქარმა წააქცია და იქვე მდგარ ავტომანქანას დაეცა. ხის წაქცევის შედეგად ასევე გზის სავალი ნაწილიც დაიკეტა, რის გამოც ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სააგენტოს თანამშრომლებმა ხე დაამუშავეს და გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია. ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ამ ეტაპზე თავისუფლადაა შესაძლებელი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია