მოგლეჯილი ხეები, დამტვრეული მანქანები - საგანგებო მგდომარეობა დედაქალაქის მასშტაბით

მოგლეჯილი ხეები, დამტვრეული მანქანები - საგანგებო მგდომარეობა დედაქალაქის მასშტაბით

ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებებმა იმატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად ხეების წაქცევასა და ავტომანქანების დაზიანებას ეხება. თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევები მძიმე არ არის და დაშავებულიც არავინაა.

მათივე ინფორმაციით, დილიდან სამი გამოძახება იყო - გლდანში, დიდუბეში და ვაჟა-ფშაველაზე, სადაც 3 მანქანაა დაზიანებული, თუმცა დაშავებული არავინ არის.რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობასთან ძლიერმა ქარმა ნაძვის ტოტები მოტეხა. შემთხვევის ადგილზე ჩამოწყვეტილია აგრეთვე ელექტროგადამცემი სადენები.

ადგილზე, სადაც ხის ტოტები დაეცა, ორი მსუბუქი ავტომანქანაა გაჩერებული, თუმცა მანქანები არ დაზიანებულა.

ქარმა საბურთალოს ქუჩის 61 ნომერში ოთხსართულიან კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. სახურავის ნაწილი გადავარდა ეზოში, თუმცა არავინ დაზარალებულა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლის სახურავის მეორე ნაწილიც შესაძლოა ჩამოვარდეს და ქუჩაში მოძრავ მანქანებს დაეცეს. იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია