ძლიერმა ქარმა, თბილისში, საბურთალოს ქუჩის 61 ნომერში ოთხსართულიან კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. სახურავის ნაწილი გადავარდა ეზოში, თუმცა არავინ დაზარალებულა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლის სახურავის მეორე ნაწილიც შესაძლოა, ჩამოვარდეს და ქუჩაში მოძრავ მანქანებს დაეცეს.
ძლიერი ქარის გამო, თბილისში საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებებმა იმატა.