ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა

ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა

2015 წლის 9 ნოემბერს, ირაკლი ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქალა-ტვინის ურთულესი დაზიანება მიიღო. ის ამჟამად თბილისის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავტოავარიის დღეს ირაკლის დედას და შეყვარებულს დაბადების დღე ჰქონდათ.

"დედამისის საყვარელი ყვავილები ქრიზანთმებია და ირაკლი მას ყოველ დაბადების დღეს, ამ ყვავილებით ხელში ულოცავდა. ამჯერადაც არ დავიწყებია დედა... მისი შეყვარებულიც 9 ნოემბერსაა დაბადებული და ორმაგად უხაროდა ამ დღის მოახლოება. აღარ იცოდა, რა ექნა. შარშან დღისით თუთისთან გაიქცა, საღამოს კი ოჯახში აღნიშნეს დედის იუბილე... როგორც ვიცი, ირაკლი ფულს აგროვებდა, ოჯახის შექმნა უნდოდა. ახალგაზრდა წყვილი ცხადია, მომავალზე ფიქრობდა, რაღაცებს გეგმავდნენ... დედამ სითბო და სიყვარული არ დაიშურა მისთვის. ისინი ერთად რომ ნახოთ, გაოცდებით, იმდენად ტკბილი ურთიერთობა აქვთ. მან დედას ბევრი ლექსი მიუძღვნა, მაგრამ მათ შორის, ჩემი აზრით, ეს არის

გამორჩეული (გთავაზობთ ნაწყვეტს ლექსიდან. - ავტ.):

"შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,

ვეღარ იტყუებ თავს, რომ იცხოვრებ.

ახლა ვდგავარ და გადასახედთან

შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.

ახლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,

გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,

ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,

ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!

რადგან წუხილი ასე დიდია..."

ყოველთვის სჯეროდათ ერთმანეთის. უსიტყვოდ უგებენ ერთურთს და არ მახსოვს, ოდესმე ერთი არასწორი სიტყვა ეთქვას ირაკლის დედისთვის. დედამ საოცარი შვილი გაზარდა..." - ასე ახასიათებდნენ ირაკლის ახლობლები ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

მოისმინეთ და ნახეთ ირაკლი ჭინჭარაულის ემოციური ლექსი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია