ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი დედისა და შვილის ვინაობა ცნობილია

ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი დედისა და შვილის ვინაობა ცნობილია

ქუთაისში, ბალახვანის ხიდთან ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, ხიდზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომობილისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ორ მცირეწლოვანს დაეჯახა.

იხილეთ ვიდეო

kutaisitoday.com–ისთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილი დედის ვინაობა. ის სკოლა "პროგრესის" ინგლისურის პედაგოგი ელენე კიკვიძეა, რომელიც შემთხვევის დროს მცირეწლოვან შვილთან და დისშვილთან ერთად იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ელენე კიკვიძე და მისი შვილი, დისშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის აღძრული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია