უბედური შემთხვევა ბათუმში - მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში - მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "ამბები.გე"-ს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, გამოძახებიდან ხუთ წუთში სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე იყო, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მინდია კახიძის განმარტებით, ექიმებმა გარდაცვალება ადილზევე დააფიქსირეს, თუმცა გარშემომყოფების თხოვნით მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია