რაჭაში ტურისტი გოგონა კლდიდან გადავარდა

რაჭაში ტურისტი გოგონა კლდიდან გადავარდა

რაჭაში ტურისტი გოგონა კლდიდან გადავარდა. როგორც ""ინტერპრესნიუსისთვის"" გახდა ცნობილი, სამაშველო ოპერაცია ცხრაჯვარის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილობრივ სამაშველო სამსახურს დედაქალაქიდან დამატებით, სამი სამაშველო ბრიგადის და ერთი ვერტმფრენის დახმარება დასჭირდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგონა ამ დროისთვის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტურისტული ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია