ავტოავარიის შედეგად რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავტოავარიის შედეგად რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

სანაპიროზე, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისთან, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები.

როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუტყობინება, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ბრიგადა და რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფება. დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ. ჯერ უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.

საპატრულო პოლიციას ავარიის ადგილზე საავტომობილო გზა ცალმხრივად აქვს გადაკეტილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებსაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. მომხდარზე კი გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია