რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო

 რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში - 14 წლის ნ.ს. ხელოვნურ ტბაში ბანაობის დროს დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, მოზარდი კლასელებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკში სასეირნოდ ველოსიპედით იყო წასული. მან ტანზე გაიხადა და ტბაში საბანაოდ გადახტა. ბიჭის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.

მოზარდები წყლიდან მაშველებმა გამოიყვანეს, 14 წლის ნ.ს. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს გარდაცვლილი მოზარდის ორი კლასელიც. მედიკოსების განცხადებით, მათ სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და რამდენიმე საათში სახლში გაწერეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია