ავარია ცხინვალი-ყანჩავეთის გზაზე - გარდაცვლილია 6 რუსი ოფიცერი

ავარია ცხინვალი-ყანჩავეთის გზაზე - გარდაცვლილია 6 რუსი ოფიცერი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 რუსი ოფიცერი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ძალოვანი უწყების ცნობით, სამხედროები ავტობუსით ცხინვალი-ყანჩავეთის მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ხევში გადაიჩეხა.

დაშავებულები ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დავალებით, უახლოეს საათებში ცხინვალში გაემგზავრება სამხედრო სამედიცინო პერსონალი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია