მტკვრიდან ამოღებულ ავტომობილში სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს

მტკვრიდან ამოღებულ ავტომობილში სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მტკვრიდან ამოღებულ ავტომობილში სასულიერო პირის ცხედარი იყო. რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

მღვდელმონაზონი ბასილი 17 მაისს გაუჩინარდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისიდან ორთაჭალჰესის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილმა, სავარაუდოდ "ოპელ ასტრამ" ორმაგი ხაზი გადაკვეთა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა, მდინარე მტკვრის მოაჯირი გაანგრია და წყალში გადავარდა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია