სოფელ ნიქოზში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა - იხილეთ ფოტოები

სოფელ ნიქოზში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა - იხილეთ ფოტოები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, სოსო კვიწინაძის სახლს მეხი დაეცა. მომხდარის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია. ოჯახის წევრები მეხის ჩამოვარდნის დროს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. შენობის მეორე სართულზე, სრულად დაზიანდა ელექტროგაყვანილობის სისტემა და ჩამოინგრა სახურავი.

ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ვეშაპური იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტი მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება.

„საკმაოდ დიდი ზიანია. საშინელი ხმა იყო. ჩვენი სახლი ცხინვალს ესაზღვრება, 2008 წელს უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. ახლაც მეგონა, რომ ჭურვი ისროლეს და რაღაც აფეთქდა. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ სახლს მეხი დაეცა. კიდევ კარგი, მეორე სართულზე ოჯახის არც ერთი წევრი არ იმყოფებოდა“, - განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სოსო კვიწინაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია