ერთდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს

ერთდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

"მშრომელი და წესიერი კაცი იყო, ოჯახი ერთი დღე ეძებდა და გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ალბათ, დადგინდება რა მოხდა", - აცხადებს სოფელ კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი გურამ ბახურაული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია