ვაზისუბანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ვაზისუბანში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ისინი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახნენ. მომხდარის შედეგად სულ 5 მანქანა დაიმტვრა. დაშავებულები სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია