რუსთავში, მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანი გადახტა

რუსთავში, მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანი გადახტა

ახალგაზრდა ქალის შემდეგ რუსთავში, მდინარე მტკვარში ამჯერად მამაკაცი გადახტა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სპატრულო ეკიპაჟი დროულად მივიდა და 35 წლამდე მამაკაცის მდინარიდან ამოყვანა მოხერხდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც ცნობილია, წუხელ, გვიან ღამით, მდინარე მტკვარში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 44 წლის ქალიც გადახტა, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია