"ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?

"ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?

რამდენიმე დღის წინ, შაორის ტბაზე ტრაგედია დატრიალდა, რასაც ორი ახალგაზრდის - 21 წლის ლევან ჭელიძისა და 19 წლის ბექა ფონჯავიძის სიცოცხლე შეეწირა.

ლევანი ამბროლაურში ცხოვრობდა, ბექა კი - სოფელ კრიხში. ადგილობრივების თქმით, ორივე გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო. ისედაც დაცლის პირას მისულ რაჭისთვის, მათი დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა. ბიჭები შაორზე ღამით თევზაობდნენ, უბედურებაც ამ დროს დატრიალდა. გვესაუბრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ კრიხში როხა კუბლაშვილი:

- წარმოუდგენელი უბედურება დაგვატყდა თავს, ძალიან კარგი ბიჭები გამოგვეცალნენ ხელიდან; ბიჭები, რომლებიც ახლა იწყებდნენ ცხოვრებას, მათ კი შთამომავალიც არ დარჩათ. ბექა დედისერთა იყო და ოჯახს მის მეტი არავინ ჰყავს, ლევანს ძმა კი ჰყავს, მაგრამ როდის იყო, რომ შვილი შვილს ცვლიდა! ორი ოჯახი განადგურდა!

- მაინც როგორ მოხდა ეს ტრაგედია?

- ბიჭები შაორზე ღამით წავიდნენ სათევზაოდ. ამბროლაურში შაორის წყალსაცავზე სათევზაოდ ბევრი ხალხი დადის; ზოგს რეზინის ნავიც კი აქვს ამისთვის შეძენილი. ბექა და ლევანიც რეზინის ნავით იყვნენ და როგორც ჩანს, სათევზაო ბადე რომ გადააგდეს ნავიდან, წყალში ხეს გამოედო, ნავი აყირავდა და ბექა გადაიყოლა. ბექა იმიტომ, რომ ახლომახლო მყოფმა სხვა მოთევზავეებმა გაიგონეს, ბიჭი როგორ იძახდა: - დავიხრჩობი, ცურვა არ ვიციო.   განაგრძეთ კითხვა

ავარია ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე - შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

სენაკში, პურის საცხობში აფეთქება მოხდა - არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია