მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს. როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ 15 წლის მოზარდს, რომელიც ლომისას სალოცავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონა მლეთიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და სტაციონარში მოათავსეს", - განაცხადეს სამინისტროში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია