საგარეო უწყება: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა

საგარეო უწყება: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, საგარეო უწყება განმარტავს, რომ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

"შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22:15 საათზე, ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია