თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო 5 რეისი გააუქმა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო 5 რეისი გააუქმა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი 5 რეისი გააუქმდა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

"გაუქმდა 5 რეისი. პირველი რეისი თბილისიდან "თურქიშ ეარლაინსს" 02:35 საათზე უნდა შეესრულებინა. ამავე ავიაკომპანიის ბოინგი უნდა მოფრენილიყო 04:55 საათზე და უკან გაფრენილიყო 06:35 საათზე. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ორი რეისიც - 02:35 საათზე თურქეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენა და 05:05 საათზე აქედან გაფრენა", - განაცხადეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

როდის შესრულდება გაუქმებული რეისები ჯერჯერობით უცნობია. როგორც აეროპორტში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიებმა უნდა მიიღონ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია