საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს

საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს

თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

ასაშვილი საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში იმყოფება. მან საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დარეკონ.

"ახლა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები. აქ არის პოლიციის ბოლო კორდონი, რომლის იქით ვეღარ შევდივართ. ჩემთან ერთად აეროპორტში იმყოფებიან საკონსულოს თანამშრომლებიც. რამდენიმე ქართველი ვნახეთ. მგზავრთა ნაწილმა თავად დატოვა აეროპორტი, ნაწილის გაყვანა კი თურქული მხარის ორგანიზებით მიმდინარეობს. ჩვენის მხრივ, საკონსულო მზად ვართ ვუზრუნველყოთ აეროპორტის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანა და მათი სასტუმროებში დაბინავება. ამისთვის, მთავარია, ისინი ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერია: (+90 541) 818 44 00.

თურქეთის ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობაც რამდენიმე ათეულს შეადგენს. არაოფიციალური ცნობით, აფეთქებები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია