ქედაში მამაკაცი მეწყერში მოყვა

ქედაში მამაკაცი მეწყერში მოყვა

ქედის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი მეწყერში მოყვა. მამაკაცი საქონლის მოსაძებნად იყო წასული, რა დროსაც ნიაღვარი მოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამსაათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ მამაკაცის უსაფრთხო ადგილას გაყვანა შეძლეს.

მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ოთხი საავტომობილო ხიდი წაიღო და ქედისა და შუახევის სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა.

"მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო ოთხი საავტომობილო ხიდი, საკმარისი რაოდენობით არის სოფლებში საკვები და საწვავი და ჩვენდა საბედნიეროდ, არც ერთ სოფელში არ არის მძიმე ავადმყოფი. ქედაში ღამის პირველ საათზე დასრულდა სამსაათნახევრიანი ოპერაცია. სამშვიდობოს არის გამოყვანილი ერთი მოქალაქე, რომელიც წვიმის დროს მოექცა ორ მეწყერს შორის. ის გადაყვანილია საკუთარ სახლში და თავს გრძნობს კარგად", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

უხვმა ნალექმა ქედისა და შუახევის მუნიპალიტეტები დააზარალა. 400-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი და მოწყვეტილია გარესამყაროს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია