ბათუმში ეჭვმიტანილმა ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი დაჭრა

ბათუმში ეჭვმიტანილმა ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი დაჭრა

ბათუმში მამაკაცის დაჭრა, სავარაუდოდ, ეჭვიანობას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ყოფილი ცოლის მეგობარი მამაკაცი დაჭრა. წყაროს ცნობით, "კაცს არ სურდა თავისი შვილების დედას სხვა მამაკაცთან ჰქონოდა ურთიერთობა".

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს საღამოს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკთან" მოხდა. ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ამავე ბანკის თანამშრომელია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია