ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა

ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა

ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული მეუღლე ცხელ კვალზე დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. შესაბამისად, საქმეც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლისაა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია