ოპერის თეატრის რამდენიმე მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოპერის თეატრის რამდენიმე მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს რამდენიმე მსახიობი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც იმ მსახიობებს, რომლებიც სეზონის დახურვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ფინანსური საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობმა ირაკლი სილაგაძემ განუცხადა.

"თეატრის რამდენიმე მსახიობი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმიტომ რომ პირდაპირი მუქარა იყო სანქციების - ფულადი ჯარიმების დაწესების. დღეს მოწვეულია საერთო კრება, სადაც უნდა გადაწყდეს, სურს თუ არა დასს თანამშრომლობა თეატრის ხელმძღვანელ დავით კინწურაშვილთან",- განაცხადა ირაკლი სილაგაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია