ჩხოროწყუში ავარიას სატყეო სააგენტოსა და ჩინური კომპანიის თანამშრომლები ემსხვერპლნენ

ჩხოროწყუში ავარიას სატყეო სააგენტოსა და ჩინური კომპანიის თანამშრომლები ემსხვერპლნენ

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნუხურში, ლუგელას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, "კამაზის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა. მასში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა.

დაღუპულთაგან 2 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, 1 კი ჩინური კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც ხეობაში ხე-ტყის მოპოვების სამუშაოებითაა დაკავებული, ხოლო კიდევ 1 დაღუპული ადგილობრივი ტრაქტორისტი იყო.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, 2 ადამიანი, რომელიც ასევე სატყეო სააგენტოს თანამშრომელია, ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენებს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ამ დროისთვის ხევიდან გარდაცვლილების ჩამოყვანა მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია