3 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე

3 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ავარიის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია