მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი (მეკო) მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ცნობილია, კვირიკაშვილის მეუღლე ორსულად იყო.

"მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამდრეტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს" , - განუცხადა Ambebi.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ. იხილეთ ვიდეო

საზარელი ავარია რამდენიმე საათის წინ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

Ambebi.ge მერაბ კვირიკაშვილისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია