ყარაჯალაში წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

ყარაჯალაში წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში უბედური შემთხვევა მოხდა. წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მეზობლები ყვებიან, სავარაუდოდ, მცირეწლოვანი წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო.

დაღუპული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მორიგე ექიმმა განაცხადა, რომ ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მცირეწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია