გადაბრუნებული "მარშრუტკა" რუსთაველზე: ახალი ფოტოები ავარიის ადგილიდან

გადაბრუნებული "მარშრუტკა" რუსთაველზე: ახალი ფოტოები ავარიის ადგილიდან

დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაცით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ვაკის მიმართულებით მოძრავი ნომერი 120 "მარშრუტკა" ამობრუნდა.

შემთხვევის თვითმხილველმა მამუკა მამულაშვილმა AMBEBi.GE-ს რედაქციაში ავარიის შემდეგ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გამოაგზავნა.

ფოტოებზე ასახულია მიმდინარე სამაშველო ოპერაცია, ადგილზე ჩანან სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მაშველებმა "მარშრუტკის" მგზავრები ფანჯრებიდან ამოიყვანეს.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

შსს-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთი მგზავრია გადაყვანილი მსუბუქი დაზიანებით. დანარჩენები უვნებლად გადაურჩნენ შემთხვევას. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტოები: მამუკა მამულაშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია