მეტრო "მარჯანიშვილში" ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

მეტრო "მარჯანიშვილში" ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

მეტროსადგურ "მარჯანიშვილში", მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა. როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა 10.18 საათზე მოხდა.

მათივე განმარტებით, ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო, შესაბამისად, ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

"ქალი მატარებლის ლიანდაგებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ მიზნით მეტროპოლიტენის სადგურზე 10 წუთით ძაბვა გამორთეს", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ლიანდაგებში ქალის ჩავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია